1. პარკინსონით დაავადებულ პირთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

2. დიალიზით მოსარგებლე პირთა ტრანსპორტირების ხარჯით უზრუნველყოფა.

3. პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ფუნქციონირების ხელშეწყობა.

4. სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების ხელშეწყობა.

5. თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთათვის.

6. ვეტერანთა მედიკამენტებით დახმარების პროგრამა.

7. ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება.

8. ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა სატრანსპორტო კომპენსაციით უზრუნველყოფა.

9. 0-დან 200 000-მდე ქულის მქონე მოვლის საჭიროების პირთა დახმარერება.

10. მრავალშვილიანი დედების (ყოველ მე-3 და მომდევნო შვილის შეძენისას) ერთჯერადი მატერიალური დახმარება.

11. მრავალშვილიან და დედ-მამით ობოლ ბავშვთა (18 წლამდე ასაკის ბავშვები) ოჯახებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარება.

12. ომის მონაწილეებსა და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე სადღესასწაულო დღეების ორგანიზება და დახმარება.

13. პირველ და მეორე ახალშობილზე 0-დან 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება.

14. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფა.

15. 0-დან 100 000-მდე ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ერთჯერადი მატერიალური დახმარება.

16. 100 000-მდე სარეიტინგო ქულის ოჯახების გაზიფიცირება.

17. მარტოხელა მშობლის (მარტოხელა დედა, მარტოხელა მამა) ერთჯერადი მატერიალური დახმარება.