სოფელ ახალშენში, ჯიბინაურის დასახლებაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი ითვალისწინებს წყლის ჭაბურღილის, რეზერვუარისა და მაგისტრალის მშენებლობას.
პროექტის ღირებულება 280 440 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დასრულდება.