დღეს ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში შედგა დაანონსებული ტრენინგის პირველი სამუშაო შეხვედრა თემაზე: ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მართვა-ადმინისტრირება. ტრენინგი წარიმართა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში მსმენელებსა და ტრენერს შორის . აღნიშნული ფორმატით შემდგარი ლექცია-სემინარი ტრენერის მიერ შეფასდა ნოვატორულ ნაბიჯად, მსმენელების მიერ კი საინტერესო და ნაყოფიერ შეხვედრად.