
16 Июнь 2020
18 ივნისს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ღონისძიებათა ფარგლებში გაიმართება ტურნირი ონლაინ თამაშში გუნდებს შორის.
თითოეული გუნდი დაკომპლექტდება 4 ახალგაზრდით. გაიმართება ნახევარფინალი და ფინალი.
რეგისტრაციის მსურველმა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 14-29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებმა, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე Khelvachauriyouthcenter@gmail.com 17 ივნისის ჩათვლით, უნდა გამოაგზავნონ გუნდის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია: წევრების სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, სასწავლებლის დასახელება და გუნდის სახელი;
4 ახალგაზრდისგან დაკომპლექტებული გუნდები ერთმანეთს შეეჯიბრებიან "PUBG MOBILE"-ში.
გამარჯვებული გუნდის წევრებს საჩუქრად გადაეცემათ ახალგაზრდობის ცენტრის ბრენდირებული მეხსიერების ბარათები.
პროექტის მიზანია კიბერსპორტის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში.
საკონტაქტო ინფორმაცია: 599851456, 557 49 90 97.