14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში დაფუძნებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობელთა კლუბი, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდობის ცენტრი თანამშრომლობს ამ თემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციებთან და მშობლებთან ერთად იმართება საინფორმაციო შეხვედრები. განხორციელდა დისტანციური საგანმანათლებლო პროგრამა. ღონისძიებათა ფარგლებში, ყოველწლიურად ტარდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინკლუზიასთან დაკავშირებული ღონისძიებები: ტრენინგები, საინფორმაციო შეხვედრები, საინფორმაციო კამპანიები, გასართობ-შემოქმედებითი აქტივობები, პერფორმანსები, გაკვეთილები, წამახალისებელი ღონისძიებები, გამოფენები.