მაჭახელას ეროვნული პარკი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მისი ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრი სოფ. აჭარისღმართშია განლაგებული.
ვიზიტორთა ცენტრი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. აჭარისაღმართი
ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინტერესის საგანს წარმოადგნეს ისეთი კულტურული და ისტორიული ძეგლები, როგორიცაა: სხვადასხვა პერიოდის თაღოვანი ხიდები, ციხეები, ქვითკირით ნაშენი ღვინის საწნახელები და მარნები. თავად პარკის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ორი, მარტივი, სამანქანოსთან ინტეგრირებული საფეხმავლო მარშრუტი, რომლებიც ვიზიტორებს მურყანის კორომებში, წიფლისა და წაბლის ტყეებში გასეირნების გარდა, მთავარანგელოზის მთიდან ქალაქი ბათუმის, მდინარე მაჭახელას ხეობისა და მდინარე ჭოროხის ზღვასთან შესართავის ულამაზეს ხედებს სთავაზობს
მაჭახელას ეროვნულ პარკში აქტიური ტურისტული სეზსონი გრძელდება მაისიდან-ოქტომბრამდე
დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:
ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი: ნანა ბაუჟაძე ტელ: 5 95 08 60 75,
ელ.ფოსტა: nana.baujadze@gmail.com