1
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის 11 იანვრის N-105 ბრძანებით შექმნილი
კომისიის მიერ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N136 დადგენილების მე-74
მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფოებრივი და
საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით მდინარე აჭარისწყლის კალაპოტში ჭარბი
ინერტული ნატანის აკუმულირების უბნებიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღების
მიზნით, ინტერესთა გამოხატვის თაობაზე ავრცელებს ინფორმაციას საჯაროდ გამოცხადების
შესახებ, დაინტერესებული პირების განცხადებების მიღებაზე.
განაცხადების მიღება იწარმეობს 2018 წლის 12 იანვრიდან 18 იანვრის 13:00 საათამდე
ქ.ბათუმი დიდაჭარის ქ. N23 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტაციული შენობის
პირველ სართულზე მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილებაში.
წიაღით სარგებლობის ობიექტებია;
1) წიაღითსარგებლობის ობიექტი- მდინარე აჭარისწყალი უახლოესი დასახლებული
პუნქტი სოფელი ევგენიძეები, მაღლაკონი.
შენიშვნა : გეო საინფორმაციო პაკეტები განთავსებულია საინფორმაციო დაფაზე და
ვებგვერდზე. http://khelvachauri.ge/
დაინტერესებული პირებმა ვალდებულება უნდა აიღონ წიაღით სარგებლობის ობიექტზე
ან/და ობიექტიდან მოშორებით დაიცავონ, ფიქსირებული სხვადასხვა ობიექტის
უსაფრთხოება.
დაინტერესებული პირი ვალდებულია ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წერილობითი
განცხადება, რომელსაც უნდა ახლდეს მათ მიერ წარმოდგენილი წინადადება - დახურული
პაკეტით, რომელიც უნდა შეიცავდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 11
იანვრის N 105 ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ;
1. განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული )
იურიდიული პირების რეესტრიდან.
2. საკონტაქტო მონაცემები.
3. ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ, კერძოდ განმცხადებელს
საკუთრებაში ან იჯარით უნდა გააჩნდეს სპეც ტექნიკა.
შენიშვნა საკუთრების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას საკუთრების
დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, სხვა შემთხვევაში – შესაბამისი
დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (საიჯარო, თხოვების ხელშეკრულების
ასლ(ებ)ი).
2
4. ინფორმაცია ანალოგიური სამუშაოების შესახებ (სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების
ლიცენზია)
5. მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე;
დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა
დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
შენიშვნა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 11 იანვრის N-105 ბრძანებით
შექმნილი კომისია ვალდებულდებულებას იღებს განაცხადების წარდგენის ვადის
დასრულების დღესვე გამოავლინოს პირი და მომდევნო ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში
დასაბუთებული წინადადებით მიმართოს სამინისტროს, საქართველოს მთავრობასთან
შუამდგომლობის თხოვნით ჭარბი ინერტული მასალის ამოღებით დაინტერესებული პირის,
გარკვეული ვადით, ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე.
12 იანვარი 2018