ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 14 ივნისის № 1180 ბრძანებით სსიპ– წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული გეოსაინფორმაციო პაკეტის საფუძველზე მდინარე ჯოჭოსწყალში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნებიდან ინერტული მასალების ამოღების მიზნით, ინტერესთა გამოხატვის თაობაზე საჯაროდ გამოცხადებისათვის კომისიის ოქმი.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს # 136 დადგენილების მე–7 მუხლის პირველი, მე–4 და მე–5 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით მდინარე ჯოჭოსწყლის კალაპოტში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნებიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღევბის მიზნით , ინტერესთა გამოხატვის თაობაზე საჯაროდ გავრცელდეს ინფორმაცია დაინტერესებული პირების განცხადების მიღების თაობაზე გეოსაინფორმაციო პაკეტის შესაბამისად.

განცხადებების მიღება იწარმოებს 2018 წლის 25 ივნისადან 29 ივნისის 13:00 საათის ჩათვლით ქ. ბათუმი დიდაჭარის ქ. №23 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენიბის პირველ სართულზე მოქალაეთა მომსახურებისა და საქმის წარმოების განყოფილებაში.

დაინტერესებული პირი ვალდებულია წარმოადგინოს წერილობითი განცხადება დახურულ კონვერტთან ერთად.

წერილობითი განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  1. სახელწოდება;
  2. მისამრთი;
  3. საკონტაქტო ინფორმაცია;
  4. განცხადება – მონაწილეობის მიღებაზე;
  5. დახურულ პაკეტში არსებული დანართის რაოდენობის მითითება;

რაც შეეხება დახურული პაკეტს, იგი უნდა შეიცავდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 14 ივნისის № 1180 ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ დადგენილ აუცილებელ შემდეგ კრიტერიუმებს:

1. განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

2. საკონტაქტო მონაცემები.

3. ინფორმაცია მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შესახებ, კერძოდ, განმცხადებელს საკუთრებაში ან იჯარით უნდა გააჩნდეს სპეც ტექნიკა.

შენიშვნა: საკუთრების შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნას საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, იჯარის შემთხვევაში შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები ( საიჯარო, თხოვების ხელშეკრულების ასლ(ებ)ი).

4. ინფორმაცია ანალოგიური სამუშაოების შესახებ ( სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცერნზია).

5. მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 14 ივნისის № 1180 ბრძანებით შექმნილი კომისია ვალდებულებას იღებს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულების დღესვე გამოავლინოს პირი და მომდევნო 5 სამუშაო დღის განმავლობაში დასაბუთებული წინადადებით მიმართოს სამინისტროს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით ჭარბი ინერტული მასალის მოპოვებაზე კომისიის მიერ გამოვლენილი პირის გარკვეული ვადით ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე.

დანართი 1

დანართი 2