
3 December 2016
„სიბერე ამერიკაში“ - ამ თემაზე „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ამერიკელმა მოხალისემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, „ქალთა ოთახში“ პრეზენტაცია გამართა. მშვიდობის კორპუსის მოხალისემ მერი ჩენდლერმა შტატებში ხანდაზმულთა მდგომარეობაზე ისაუბრა. შეხვედრა საინტერესო დისკუსიის ფორმატით წარიმართა. საუბარი შეეხო საყოფაცხოვრებო, საპენსიო და ჯანდაცვის საკითხებს, ასევე ხანდაზმულთა მოვლის სახელმწიფო და კერძო სერვისებს. შეხვედრას „ქალთა ოთახის“ წარმომადგენლები და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.